GE
30 ნოემბერი, 2020 16:28

თანამედროვე განათლების აკადემიის ინოვატორი მოსწავლეები VS Covid-19

კანტის აკადემიის მიერ ორგანიზებული ვირუსული იდეათონი ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა 12 გუნდს შეეძლებათ ადამიანებისთვის Covid-19-ით გამოწვეულ ნებისმიერ პრობლემას შეეჭიდონ და ამ პრობლემის ინოვაციურად და ტექნოლოგიურად გადაჭრის გზები წარადგინონ.

“ჩვენთვის სასიხარულოა, რომ “თანამედროვე განათლების აკადემიის” გუნდი მოხვდა ფინალისტ გუნდთა შორის. ჩვენ წარმატებასა და გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს:

  • ანიტა სულუხიას;
  • მაშო გოგორელიანს;
  • თათული შავიშვილს;
  • სალომე გიგიბერიას.

პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

თანამედროვე განათლების აკადემია