8 თებერვალი, 2019 16:12
თანამედროვე განათლების აკადემიის IX კლასი ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა
8 თებერვალს თანამედროვე განათლების აკადემიის IX კლასი ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა. მოსწავლეებმა მოინახულეს კომპოზიტორის ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები, მემორიალური ნივთები, ოპერების პარტიტურების ორიგინალები და სხვა.
საგანმანათლებლო პროგრამა “ჰიმნის” ფარგლებში გაეცნენ ჰიმნის, როგორც მუსიკალური ჟანრის ისტორიას და სპეციფიკას, მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნები, ნახეს გერბები და დროშები და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.
პროგრამის ბოლოს მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნეს გერბები და დროშები.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)



