GE
17 იანვარი, 2020 12:19

თანამედროვე განათლების აკადემიის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საშობაო-საახალწლო სპექტაკლი „მაკნატუნა“ წარმოადგინეს

თანამედროვე განათლების აკადემიის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშობაო-საახალწლო სპექტაკლი „მაკნატუნა“. პატარა მსახიობებმა საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოგვიდგინეს მოქმედი პერსონაჟები.

სპექტაკლის სიუჟეტი საინტერესოდ წარიმართ „მაკნატუნა“ ახალგაზრდა გოგონას, მარიას ისტორიას გვიყვება, რომლის სათამაშო მაკნატუნა შობის საღამოს პრინცად გადაიქცევა და მათი ჯადოსნური, დაუვიწყარი თავგადასავალიც აქედან იწყება.

რეჟისორი: მაკა ჭუმბურიძე
მუსიკალური გაფორმება: ანა მაისურაძე
კლასის დამრიგებელი: ლილიკო გოგოლაძე

“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით”, – აღნიშნეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია