25 თებერვალი, 2019 17:31
თანამედროვე განათლების აკადემიის მე-4 კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრნენ
დღეს თანამედროვე განათლების აკადემიის მე-4 კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრნენ.
მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების საშეჯიბრო ექსპონანტები, გაეცნენ ქართველი სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.
მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს: დავით გობეჯიშვილს, ლადო ხინჩეგაშვილს, გელა კეტაშვილს. მათ ისაუბრეს სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე, საკუთარ გამოცდილებაზე, პროფესიულ წარმატებასა და მიღწევებზე.
შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად მიიღეს საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)