GE
3 მაისი, 2019 15:23

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები ქართული ლიტერატურის მუზეუმს ეწვივნენ

თანამედროე განათლების აკადემიის მე-4 კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის „ჩემი იგავ-არაკების კრებული „ პროექტის ფარგლებში ეწვივნენ გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს.

ბავშვებმა იხილეს პრეზენტაცია სულხან-საბა-ორბელიანის შესახებ, ასევე დაათვალიერეს ლადო გუდიაშვილის მიერ იგავ-არაკებზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა.

პროგრამის დასასრულს მოსწავლეებმა თავად შექმნეს ერთ-ერთი იგავ-არაკის ილუსტრაცია. თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს მასპინძლობისთვის.

Aris.ge - განათლება განათლება