5 დეკემბერი, 2020 12:45
თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება
თანამედროვე განათლების აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ახალ და საინტერესო პროექტში – GAU სტარტაპე მიიღეს მონაწილეობა და მოხვდნენ 15 ფინალისტ გუნდს შორის.
ფინალურ ეტაპში GAU-ს ბიზნესის სკოლის მხარდაჭრით ასპარეზობას “თანამედროვე განათლების აკადემიის” ორი გუნდი გააგრძელებს:
- გუნდი „ShopUp“ – ანასტასია სულუხია, თათული შავიშვილი, სალომე გიგიბერია, მარიამ გოგორელიანი.
- გუნდი „Change yourself“ – ნიკოლოზ ხუხუნაიშვილი, გიორგი წულაია, ლუკა კვანტალიანი
პროექტში გამარჯვებულები 26 დეკემბერს გამოვლინდებიან!
“თანამედროვე განათლების აკადემია” წარმატებას უსურვებს ორივე გუნდს.
GAUსტარტაპე GAU-ს ბიზნესის სკოლის პროექტია ახალგაზრდა, მოტივირებული და კრეატიული მოსწავლეებისთვის, რომელიც მონაწილეებს დაეხმარება საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში და პროდუქტის შექმნისთვის საჭირო სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში.