GE
20 მაისი, 2019 14:59

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოაწყვეს

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა განხორციელეს სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა/ექსკურსიები კოჯორი-კიკეთის და ახალდაბა-ბეთანიის მარშრუტით.

ლაშქრობის დროს მოსწავლეებმა შეძლეს – ნასწავლი გეოგრაფიული ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება; ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება; უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობის გააზრება და საგანგებო და საყოფაცხოვრებო სიტუაციებში შესაბამისად მოქმედება; ბუნებრივი გარემოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და გამოავლინეს მის მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულება.

აქტივობაში ჩართული იყო VIა, VIIა, VIIბ, VIIIა, IXა, XIა კლასები.

Aris.ge - განათლება განათლება