GE
13 ივნისი, 2019 12:56

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლი “პიტერ პენი” წარმოადგინეს

თანამედროვე განათლების აკადემიაში მე-3 (დ) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი პიტერ პენი.

პატარა მსახიობებმა საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოგვიდგინეს პერსონაჟები. სპექტაკლის სიუჟეტი საინტერესოდ წარიმართა პიტერ პენი – ცელქი ბიჭუნაა კუნძულიდან, რომელსაც ფრენა შეუძლია და რომელიც არასოდეს ბერდება. ფერია წკრინ ბელისა და ვენდის დახმარებით მეგობრებთან ერთად ბოროტ მეკობრეებს ებრძვის ბოროტი მეკობრე კაპიტანი კაუჭა მრავალი ხრიკის გამოყენებით ცდილობს კუნძული პიტერ პენსა და ბავშვებს დაატოვებინოს, მაგრამ ეს ხომ ზღაპრული კუნძულია, ზღაპრის ბოლო კი ყოველთვის კეთილია. ამიტომ პიტერ პენი მეგობრებთან ერთად ბოროტებას ამარცხებს.

რეჟისორი: თეა ლუარსაბიშვილი
მოწვეული სტუმარი: თინათინ ივანიშვილი

Aris.ge - განათლება განათლება