GE
23 ოქტომბერი, 2020 15:21

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა კითხვის საათზე ჩაის ფესტივალი მოაწყვეს

თანამედროვე განათლების აკადემიის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა კითხვის საათზე ჩაის ფესტივალი მოაწყვეს და თან ლელა ცუცქირიძის წიგნი „მხიარული ოჯახი და სხვებიც“ წაიკითხეს.

,,რადგან წიგნში ბატებიანი ფინჯნით ჩაი სმა დიდ მხიარულებად იქცევა ერთი მხიარული დღე აკადემიაში ჩვენც მოვაწყვეთ. პატარა აკადემიელებმა გაიცნეს დუდო და მისი ოჯახი. კატებიანი დირექტორი და უმკაცრესი მერი მასწი, ექს-ცენ-ტრი-კული წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდნიან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუაკუა და სხვები. ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ… მოკლედ, ჩვენი მოსწავლეები გირჩევენ, რომ აუცილებლად წაიკითხოთ წიგნი „მხიარული ოჯახი….. და სხვებიც“, – გვითხრეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია