თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დისტანციურ ჰაკათონში ,,გააციფრულე განათლება“
8-10 მაისს კერძო სკოლა თანამედროვე განათლების აკადემიის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ნუცა ჯაფარიძემ, სალი გიგიბერიამ, მაშო გოგორელიანმა, ანა აბუაშვილმა, მათემატიკის მასწავლებელთან თამთა წუწუნავასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დისტანციურ ჰაკათონში “გააციფრულე განათლება”.
დისტანციურ ჰაკათონის მიზანი Vll-Xll კლასის მოსწავლეებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებების შექმნა იყო, რაც მათ სასკოლო მასალის ვიზუალიზაციის, ათვისებასა და გააზრებას გაუმარტივებდა. 72 საათში მონაწილე გუნდებს უნდა მოიფიქრებინათ პრობლემის ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზა (თამაში, აპლიკაცია, ვებგვერდი, ვიდეო, ანიმაცია).
აკადემიის გუნდმა საკუთარ იდეაში გააერთიანა მრავალფეროვანი რესურსების ერთ სივრცეში მობილიზებისა და თანასწავლების ინტერაქტიური მექანიზმები, რაც საბოლოოდ დროის ეფექტიანად გამოყენებისა და კონტექსტუალური ცოდნის მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოდგენს, განსაკუთრებით სოციალური დისტანცირებისას.
თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდმა მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია ჯეოლაბისგან მათ სერვისებზე თავისუფალი წვდომის შეთავაზება მიიღო, რაც ჩვენი მონაწილეებისთვის ნამდვილად საჭირო რესურსი იქნება მომავალში მათი იდეების რეალობად ქცევის საქმეში.
თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის მათემატიკის მასწავლებელს თამთა წუწუნავას მხარდაჭერისა და საინტერესო პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობის ორგანიზებისთვის.
დისტანციურ ჰაკათონი “გააციფრულე განათლება” ჩატარდა პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა „კაიკონას“ ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.