თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“
“ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე” – ეს “შემოქმედებითი საქართველოს”, კულტურის სამინისტროსა და “საგა – საქართველოს აკადემიური გამომცემლობის“ ერთობლივი პროექტია.
თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ პროექტში, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ დისტანციურად ლექციებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის მეთოდებს შეეხებოდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ და აღეწერათ კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლი. პროექტში ჩართული იყო სკოლები მთელი საქართველოდან. აკადემიის მოსწავლეებმა აირჩიეს შესასწავლად დავით სარაჯიშვილის სახლი. მოსწავლეებმა მოამზადეს მასალა და პრეზენტაცია, რომელიც უკვე ატვირთულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ინტერაქტიულ რუკაზე.
“ჩვენმა მოსწავლეებმა ამ ნამუშევრით თავისი წვლილი შეიტანეს კულტურის ძეგლთა გზამკვლევის შექმნაში.
აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლე ახალგაზრდობაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება”, – გვითხრეს სკოლაში.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)