GE
30 სექტემბერი, 2019 17:28

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს Kings Georgia-მ დიპლომები და სერტიფიკატები გადასცა

თანამედროვე განათლების აკადემიაში kings Georgia-მ 2019 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადასცა დიპლომები და სერტიფიკატები.

აკადემიის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენაში.

“თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით. თანამედროვე განათლების აკადემია ამაყობს ნიჭიერი მოსწავლეების წარმატებებითა და მიღწევებით”, – აღნიშნეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია