GE
13 ოქტომბერი, 2020 17:27

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას „კინგსის“ ოლიმპიადაში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში.

“ჩვენი მოსწავლეები აღნიშნულ კონკურსში საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან. აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ წარმატება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა აღნიშნულ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილე მოსწავლეებს. თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას”, – აღნიშნეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია