GE
17 აპრილი, 2020 13:12

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა რჩევები მისცა

გიორგი მერებაშვილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების და პოლონეთის ვისლაბოცკის ფეხბურთელმა თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს ვიდეომიმართვის საშუალებით მისცა რჩევები და რეკომენდაციები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სწორ კვებაზე,
  • თუ როგორ გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმატების მიღწევაში,
  • როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და გავხდეთ წარმატებულები,
  • ასევე, როგორ ვივარჯიშოთ სახლის პირობებში.

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის გიორგის საინტერესო რჩევებისა და მხარდაჭერისთვის.

თანამედროვე განათლების აკადემია