30 ივნისი, 2020 13:48
თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლემ კლასელებთან და მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა
კერძო სკოლა “თანამედროვე განათლების აკადემიის” მოსწავლებმ, მაშო გოგორელიანმა საინტერესო წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. მაშომ თავის კლასელებთან და მეგობრებთან ერთად შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული სამოქმედო გეგმა”, რომელიც აერთიანებს მოზარდებს და არის მთლიანად იმ ახალგაზრდების მიერ მართული, რომლებსაც სურთ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზანია, იმსჯელოს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე, დასახოს მათი გადაჭრის გზები და ჩაატაროს სათანადო ღონისძიებები.
თანამედროვე განათლების აკადემია წარმატებებს უსურვებს მაშოს და მის მეგობრებს საინტერესო წამოწყებაში.