17 ოქტომბერი, 2019 13:58
თანამედროვე განათლების აკადემიის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა
17 ოქტომბერს მსოფლიოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად თანამედროვე განათლების აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა საკვები პროდუქტები დაურიგეს სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს.
“გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში. შემოსული პროდუქტები 5 ნაწილად გაიყო და 5 კეთილი საქმე გაკეთდა. უამრავი მადლობა და ძალიან დიდი სითბო გამოგვატანა თითოეულმა ოჯახმა ჩვენს მოსწავლეებთან. გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ”, – აღნიშნეს სკოლის დირექციაში.