GE
25 თებერვალი, 2021 17:50

თანამედროვე განათლების აკადემიის საერთაშორისო წარმატება

,,თანამედროვე განათლების აკადემიის“ მოსწავლეები ორი წელია გამარჯვებულები არიან აშშ დელავერის უნივერსიტეტის უფროსკლასელების სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამის “ბრილიანტის გამოწვევა” საქართველოს მასშტაბით.

გამარჯვებულმა გუნდებმა თანატოლებს გაუზიარეს გამოცდილება და წარადგინეს თავიანთი პროექტები. ასევე, მისცეს მათ რჩევები თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ და რა ეტაპები უნდა გაიარონ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

,,გვსურს, კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ მრჩეველს, თამთა წუწუნავას, ეს დიდი წარმატება და მადლობა გადავუხადოთ მათ აკადემიის პოპულალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებით”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.

EDU.ARIS.GE (განათლება)