GE
14 აპრილი, 2021 14:03

„თანამედროვე განათლების აკადემიის“ სკოლამდელ აღსაზრდელებს მათი მომავალი პედაგოგები შეხვდნენ

„თანამედროვე განათლების აკადემიის“ სკოლამდელ აღსაზრდელებს შეხვდნენ მათი მომავალი პედაგოგები.

ლილიკო და მანანა მასწავლებელი სკოლამდელ აღსაზრდელებს ესაუბრნენ თუ როგორი სახალისო და საინტერესო იქნება მათი სასკოლო ცხოვრება.

პატარებმა დაათვალიერეს სასკოლო სივრცეები და ესტუმრნენ აკადემიის დირექტორს.

,,მოუთმენლად ველოდებით ჩვენ მომავალ პირველკლასელებს და მათ საინტერესო, ფერად, მხიარულ სასკოლო ცხოვრებას ვპირდებით“, – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.

EDU.ARIS.GE (განათლება)