GE
26 ოქტომბერი, 2021 02:30

თათარაობა სკოლა ,,აკადემოსში” (+ვიდეო)


შემოდგომის ფერადი და მსუყე დღე სკოლა “აკადემოსში”!

არ ვუღალატეთ ჩვენს ყოველწლიურ ტრადიციას და “თათარაობა – 2021” გავმართეთ. ჩვენივე სკოლის ეზოში მოწვეული ყურძნით, ბადაგითა და ხილით გავუმასპინძლდით ჩვენს ძვირფას მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ყველა პატარამ საკუთარი ხელით ამოავლო თავისი სახელობის ჩურჩხელა, ეზო კი გაალამაზეს შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ორიგინალური ნამუშევრებით. ამ გემრიელი და ხალიასიანი დღის დასასრულს კი გვინდა გისურვოთ ისეთივე ლამაზი, ბარაქიანი და ნაყოფიერი სასწავლო წელი, როგორიც შემოდგომაა!

EDU.ARIS.GE - სკოლები