GE
21 თებერვალი, 2018 12:16

თბილისის 54-ე საჯარო სკოლა სხვადასხვა სპორტული სახეობის შეჯიბრებებში აქტიურად არის ჩართული

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლა სპორტის მასწავლებლის ვენერა მეფარიძის ორგანიზებით აქტიურად არის ჩართული სკოლის შიდა და გარე სხვადასხვა სპორტული სახეობის შეჯიბრებებში, ასევე რაგბის კავშირის მიერ წამოწყებულ პროექტში – „ჩაერთე რაგბში“.

სპორტულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა ეხმარება ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში, სოციალიზაციაში, უკეთესი ურთიერთობების დამყარებაში. სკოლებს შორის გამართული ღონისძიებები, ვფიქრობთ, მყარი და უწყვეტი მეგობრობის საწინდარია.

სკოლის ინფორმაციით, ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მოსწავლეებს აქვთ წარმატებები. სტანდარტის შესაბამისი, სპორტული მოედნისა და დარბაზის კეთილმოწყობის შემთხვევაში შედეგებიც უკეთესი იქნება.

სკოლის სპორტის მასწავლებლებმა ვენერა მეფარიძემ და ლევან ბრეგვაძემ წარმატებით გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-პროგრამა – „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა გადამზადება“. შესაბამისად გადაეცათ სერტიფიკატები.

Aris.ge - განათლება განათლება