GE
8 მაისი, 2018 13:31

თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ანატომიის საგნის შესწავლა თანამედროვე ვიზუალური მასალით მოხდება

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა ჩაერთო ავსტრალიური კომპანია „მედის მედია”-ს ოფიციალური წარმომადგენლის კომპანია „ჯს ინტეგრატორი”-ს პროექტში.

პროექტის ფარგლებში მოხდება ანატომიის საგნის შესწავლის პროცესის გამდიდრება თანამედროვე ვიზუალური (ვირტუალური და “3D organon Anatomy”) მასალით.

მომავალი სასწავლო წლიდან მსგავს სიახლეს სკოლა გეოგრაფიასა და ქიმიის საგანში გეგმავს.

Aris.ge - განათლება განათლება