15 მაისი, 2018 15:02
თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
თბილისის ინტელექტ-ჩემპიონატი „ვაკის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენით დაიწყო, რომელშიც სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლე თემო კუნჭულიამ გაიმარჯვა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. მასში ვაკის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.