თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ფილმის „Life is Be“ ჩვენება გაიმართა
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის რეჟისორ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმის „Life is Be“ ჩვენება გაიმართა.
“ადამიანის ღირებულებები მეტწილად ისტორიული დროით, კულტურით, სასიცოცხლო ციკლითა და პიროვნული მახასიათებლებით არის განსაზღვრული. სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური გარემოს მკვეთრი შეცვლა, ჩვეულებრივ, კითხვის ქვეშ აყენებს არსებულ ღირებულებებს და დასაბამს აძლევს მათ შეცვლას. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სოციალური გარემო არ განაპირობებს ღირებულებებს, რადგან ადამიანური ღირებულებების ქცევით ასპექტებს აყალიბებს კულტურული კონტექსტი, რომელშიც ის ვითარდება. ინდივიდის ღირებულებები მისი თვითშეფასებისა და აქედან გამომდინარე, სხვების შეფასების საფუძველი ხდება და ამავე დროს მთავარ როლს თამაშობს მისი თვალსაწიერის ჩამოყალიბებაში”, – ამ მოტივებზეა ფილმი აგებული.
ფილმის ჩვენება სკოლის მე-9 ა და ბ კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო.
-
ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლში პერიოდულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები by სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა
-
თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები „პლანეტარიუმში“ იმყოფებოდნენ by სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა
-
თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ by სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა



