24 აპრილი, 2018 16:36
თბილისის 54-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდმა ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა
„ჰელფინგ ჰენდ“-ი და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ახორციელებს პროგრამას ონლაინ რადიო „ჩემი ხმა“ სკოლებში, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში თემატური მრავალფეროვნების ხელშეწყობას და მულტიმედია კონტენტის სასკოლო პროცესებში ინტეგრირებას.
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდია.
პროგრამა ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ონლაინ რადიოს ფუნქციონირების შესახებ, აუდიო ჩანაწერების მომზადებისა და ონლაინ პლატფორმის შესახებ.