5 მაისი, 2021 11:24
თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ქალთა შორის პირველობა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ მოიპოვა
სპორტკომპლექს არენაში გამართულ თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ქალთა შორის (ასაკის შეუზღუდავად) პირველობა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ – 12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა მოიპოვა.
,,ვულოცავთ ანასტასიას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.