GE
19 ნოემბერი, 2018 17:54

თბილისის მე-6 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი პროექტი ჩატარდა

კიდევ ერთი პროექტი ჩატარდა თბილისის მე-6 საჯარო სკოლაში. კალიგრაფიის კვირეული დამთავრდა, რომელშიც პირველ ეტაპზე მონაწილეობდა Vა, V ბ, Vl კლასის ყველა მოსწავლე.

მეორე ეტაპზე გადავიდა 24 მოსწავლე, ხოლო მესამე ტურში 12 საუკეთესო ხელნაწერი შეირჩა და l, ll და lll ადგილზე გასული ,,კალიგრაფისტებიც” გამოვლინდნენ.

l ადგილი გაიყო ორმა მოსწავლემ – Vა კლასელმა ლუკა თავშავაძემ და Vბ კლასიდან ლუკა მხეიძემ.

ll ადგილი: ანა ქუთათელაძემ (Vl კლასი), lll ადგილი: საბა კბილცეცხლაშვილი (Vl კლასი).

გამოვლინდა საუკეთესო ,,დეკორატიული ხელი” – დაჩი ჭინჭარაული (Vl კლასი) და ბარბარე ქაცანაშვილი (Vა კლასი).

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ექსკურსიით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

“უღრმეს მადლობას ვუხდით მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის ნიჭიერ პედაგოგს, ქალბატონ ლელა ტუღუშს, ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის”, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება