27 დეკემბერი, 2018 15:30
თბილისის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში “შევქმნათ თანაბარი გარემო თანაბარი შესაძებლობებისათვის”
განათლების მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი “შევქმნათ თანაბარი გარემო თანაბარი შესაძებლობებისათვის”, რომელში მონაწილეობაც მიიღეს სსიპ ქ. თბილისის N6 და N200 საჯარო სკოლებმა.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 2018 წლის 26 დეკემბერს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თოჯინების თეატრი “ბედნიერი უფლისწული” და სპექტაკლი “უცნაური ამბავი”.