თბილისის N54 საჯარო სკოლაში, ქველმოქმედების მიზნით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში 18 დეკემბერს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქციის მიზანი იყო ორი ახალგაზრდის დახმარება, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვერდით დგომა.
“დასრულდა საქველმოქმედო აქცია სალომესთვის და გიორგისთვის! მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს, მათ მშობლებს, უტკბილეს ბებიებს და ბაბუებს. თამამად შემიძლია საქვეყნოდ განვაცხადო, საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს, რადგან სიკეთის, სიყვარულის, თანადგომის, ნიჭიერების უდიდესი პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში, ისინი ჩვენზე უკეთ გრძნობენ სიცოცხლის ხიბლს. ჩვენ მხოლოდ ის გვევალება ჩვენი გამოცდილებით დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ ზნეობრივ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. ან,როგორც მინიმუმ დავიცვათ ბოროტისაგან! სიყვარულს, სიკეთეს, სიცოცხლეს გაუმარჯოს! მიყვარხართ ბავშვებო!”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.