GE
16 დეკემბერი, 2019 16:43

თბილისის N54 საჯარო სკოლის გუნდის “მწვანე მომავლის” წევრებმა განახორციელეს კლუბის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული აქტივობა

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის გუნდის “მწვანე მომავლის” წევრებმა განახორციელეს კლუბის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული აქტივობა თემაზე “აივ ინფექცია – შიდსი“, კატეგორიაში – “ჯანმრთელობა და კეთილდღეობა”, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის აივ ვირუსის გადაცემის გზების, დაავადებულთა უფლებებისა და ინფექციური დაავადებების პრევენციის მნიშვნელობის გაცნობა.

გუნდმა აქტივობის განსახორციელებლად ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაო: შეადგინა გეგმა, შეაგროვა ინფორმაცია, მოამზადა: საინფორმაციო-საპრეზენტაციო მასალა, ბრენდირებული მაისურები, გულსაბნევები, ფერადი მარკერები და ფლიპჩარტები.

გუნდის წევრებმა მე-9-ა კლასის მოსწავლეებს შესთავაზეს დაყოფა ჯგუფურ კატეგორიებად: ბიოლოგები, სოციოლოგები, ექიმები და იურისტები. დაურიგეს მათ საკითხავი მასალა, გაუწიეს კონსულტაციები აღნიშნულ თემაზე და დაავალეს წარმოედგინათ პრეზენტაციები თავიანთი კატეგორიების მიხედვით.

ჯგუფებმა წარმატებით შეასრულეს გუნდის დავალება, მათთვის საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა განხორციელებული აქტივობა, რითაც მიღწეული იქნა მიზანი.

Aris.ge - განათლება განათლება