GE
25 დეკემბერი, 2019 13:46

თბილისის N54 საჯარო სკოლის გუნდის „მწვანე მომავლის“ წევრებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის გუნდის “მწვანე მომავლის” წევრებმა ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში ეკოკლუბის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განახორციელეს აქტივობა – სკოლის ეზოს დასუფთავება.

აქტივობის მიზანი იყო გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება. გუნდის წევრებმა სკოლის წინა და უკანა ეზოში ჩამოცვენილი ფოთლები და სხვადასხვა ნარჩენი შეაგროვეს პოლიეთილენის პარკებში და მოათავსეს სანაგვე ურნაში.ბავშვებმა გამოთქვეს მომავალში სკოლის მიმდებარე ტერიტორიის – ფალიაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების მონაკვეთების დასუფთავების სურვილი.

აღნიშნულ აქტივობაში გუნდის ყველა წევრი მონაწილეობდა.

კლუბის სახელი – “მწვანე მომავალი”
კლუბის დევიზი – “ერთად შევქმნათ ჯანსაღი მომავალი”
პედაგოგი – მანანა გოცაძე

Aris.ge - განათლება განათლება