თბილისის N54 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა გარემოს დაცვის მიზნით მორიგი აქტივობა განახორციელეს
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა გარემოს დაცვის მიზნით განახორციელეს მორიგი აქტივობა. მათ მოათავსეს შეგროვებული მაკულატურა ეზოში მდებარე სეპარაციის ყუთებში. ყუთების გამოყენება ყოველდღიურად ხდება, ხოლო ქაღალდების დიდი რაოდენობით შეგროვება და მოთავსება კვირაში ერთხელ.
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა პირველი საჯარო სკოლაა, სადაც დაიდგა სეპარაციის ყუთები სკოლის დირექტორის ქეთევან ჩოქურის ინიციატივით. აქტივობა მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს – გონივრული მოხმარება და წარმოებას – ითვალისწინებს, რის მიხედვითაც სრულდება ნარჩენების გადამუშავება და მეორადად გამოყენება.
აღსანიშნავია ის, რომ სკოლის მოსწავლეების გარდა, ეზოში მდებარე სეპარაციის ყუთებს აქტიურად იყენებს სკოლასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობაც. კლუბის სახელი – “მწვანე მომავალი” კლუბის დევიზი – “ერთად შევქმნათ ჯანსაღი მომავალი”
პედაგოგი: მანანა გოცაძე