25 ნოემბერი, 2019 17:21
თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და ბიოინჟინერინგის ფაკულტეტს სტუმრობდნენ
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-7-ა კლასის მოსწავლეები, პედაგოგი მანანა გოცაძე და კლასის დამრიგებელი ეკატერინე ბანცური სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და ბიოინჟინერინგის ფაკულტეტს, სადაც შემეცნებითი ხასიათის სამუშაოები ჩაუტარეს მცენარეთა ფიზიოლოგიის და გენეტიკის, მიკრობიოლოგიის და ქიმიის ლაბორატორიის თანამშრომლებმა.
მოსწავლეები და მასწავლებლები მადლობას უხდიან მასპინძლობისა და გულითადი დახვედრისათვის ფაკულტეტის დეკანს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ქვარცხავას.