სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ხელოვნების სასახლეს – კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს.
საგამოფენო დარბაზების დათვალიერების შემდეგ ნახეს ქართული ანიმაციური ფილმი „სოფლის მაშენებელნი“, რის შემდეგაც ჩაუტარდათ მასტერკლასი: ქართული ანიმაციური ფილმების მიხედვით შექმნეს სიუჟეტური ნახატები.
პედაგოგი: ხათუნა ნამიჭეიშვილი