GE
4 დეკემბერი, 2019 15:58

თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტივობა “მწვანე აქცია” განახორციელეს

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის გუნდის “მწვანე მომავლის” წევრებმა განახორციელეს კლუბის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული აქტივობა – “მწვანე აქცია”

აქტივობის მიზანი იყო სკოლის ეზოს გამწვანება და გალამაზება. აგრეთვე სკოლის უფროსკლასელთა დაინტერესება კლუბის საქმიანობითა და მათი აქციაში ჩართვით.

მუშაობის პროცესში კლუბის წევრებმა მათ გააცნეს მდგრადი განვითარების მიზნები და მისი მნიშვნელობა სამყაროსთვის. მცენარეული მრავალფეროვნება კი ჯანსაღი ცხოვრებისთვის მთავარ როლს წარმოადგენს, რაც კლუბის ერთ-ერთი მიზანია. ამისათვის წევრებმა მშობელთა აქტივის მიერ სკოლისთვის გადმოცემული მცენარეების – ჩინური იასამანისა და იაპონური წითელი ნეკერჩხლის ნერგები უფროსკლასელთა დახმარებით ჩარგეს დიდი ზომის ქოთნებში.

იმედი აქვთ, რომ ნარგავებს მათთან ერთად სხვებიც მოუვლიან.

გუნდის სახელი – “მწვანე მომავალი”
გუნდის დევიზი – “ერთად შევქმნათ ჯანსაღი მომავალი”

პედაგოგი – მანანა გოცაძე

Aris.ge - განათლება განათლება