თბილისის N54 საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „სწავლების თანამედროვე მიდგომები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“
თანამშრომლობის ფარგლებში სსიპ – სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა 10 ოქტომბერს 15:00 საათზე ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციას.
კონფერენცია გაიმართება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით ინტერნაციონალურ დარბაზში.
პრეზენტაციებს გამართავენ სსიპ – სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის, ესტონეთის ტალინის მაჰტრას ძირითადი სკოლისა და ლატვიის ჯაუნპილსის საშუალო სკოლის მასწავლებლები თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“.
ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება სწავლების აპრობირებული და ინოვაციური მეთოდები მათ შორის ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში.
მისამართი: თბილისი. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ინტერნაციონალური დარბაზი. რუსთაველის გამზ. N6.
სამუშაო ენა: ინგლისური.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩოქური, ტელ: 599920180
-
ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლში პერიოდულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები by სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა
-
თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები „პლანეტარიუმში“ იმყოფებოდნენ by სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა
-
თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ by სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა