GE
6 მარტი, 2019 12:41

UG სკოლამ დედის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქცია განახორციელა

UG სკოლამ დედის დღესთან დაკავშირებით განახორციელა საინტერესო აქცია, რომელშიც სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

„მოსწავლეებს ვთხოვეთ დედებისთვის დაერეკათ და ყოველ მიზეზს გარეშე ეთქვათ „დედა, მიყვარხარ“. ძალიან სახალისო და საინტერესო იყო მშობლების რეაქცია. ამ პატარა ვიდეორგოლით ჩვენ გვინდოდა ბავშვებისთვის შეგვეხსენებინა, რომ გრძნობების გამოხატვა არ არის სირცხვილი და მათი ჭეშმარიტი განცდების გაზიარება მშობლებისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ელენე მარგალიტაძემ, UG სკოლის მედიასა და საზოგაოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

Aris.ge - განათლება განათლება