UG სკოლამ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადასცა
13 მარტს UG სკოლამ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მოსწავლეს – დმიტრი შარაპანოვს შვეიცარიის სამეცნიერო ტურში მონაწილეობისთვის 400 ევრო გადასცა.
დიმიტრი UG სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა და ბოლო სემესტრის მონაცემებით მისი აკადემიური მოსწრება ყველაზე მაღალია.
სკოლა საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებას 2019 წლის 1-ლ მაისს შვეიცარიასა და საფრანგეთში გეგმავს.
მოსწავლეები ესტუმრებიან ცერნს – ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. ორგანიზაცია ასევე ცნობილია, როგორც ინტერნეტის დაბადების ადგილი.
პროექტი ტარდება ფიზიკის მიმართულებით და მისი მიზანია მეცნიერების, ამ შემთხვევაში კი ფიზიკის პოპულარიზაცია.
იუჯი სკოლა მუდმივად ცდილობს წაახალისოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მათთვის საინტერესო საჩუქრებით.