14 ივნისი, 2021 11:18
UG სკოლაში გაიმართა კონკურსი – ,,კითხვის დროა“
UG სკოლის ქართული ენის კათედრამ, წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ყოველი კვირის პარასკევი დღე, (16 საათი) კითხვის დროდ გამოაცხადა..
აქტივობას კონკურსის სახე მიეცა და მასში მონაწილეობას მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციაც იღებდა.
4 ივნისს კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, დასახელდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები, გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი.
ვიდეო იხილეთ ბმულზე.