GE
16 მარტი, 2021 16:58

UG სკოლაში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

15 მარტს, UG სკოლაში გაიმართა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას თემაზე „რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები“

თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, სტერეოტიპებისგან განთავისუფლება, წარმოსახვის უნარის განვითარება და ცხოვრებისეული ტრავმების გადატანაში დახმარება ლიტერატურის ძირითადი დანიშნულებაა.

ბატონმა ლევანმა ისაუბრა მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ზოგადად, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები, როდესაც არსებობს ინფორმაციის მოპოვების სხვა, არაერთი საშუალება.

,,შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის, რისთვისაც გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ლევან ბერძენიშვილს“, – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.

ლექციის ვიდეო იხილეთ ბმულზე

EDU.ARIS.GE (განათლება)