4 მაისი, 2021 11:09
UG სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა, UG სკოლაში კი ეს დღე ყოველ წელს აღინიშნება.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე.
წიგნის მოყვარულები ჩაერთნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის მიერ წამოწყებულ კამპანიაში – აჩუქე წიგნი და ერთმანეთი წიგნებითაც დაასაჩუქრეს.
,,წიგნის ჩუქება მკითხველთათვის ხომ ყველაფერს ერთად მოიცავს და ყველაზე ძვირფასი საჩუქარია” – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.