GE
23 ოქტომბერი, 2019 13:26

UG სკოლის 2018 წლის კურსდამთავრებულები – ირაკლი წულუკიძე და ელიზავეტა მიქელაძე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ

18 ოქტომბერს UG სკოლამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ფულადი ჯილდო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადმოცემული ოქროს მედლები და სერტიფიკატები გადასცა.

„მიხარია რომ გვყავს წარმატებული მოსწავლეები, რომლებმაც დაიმსახურეს ჯილდო თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. დიდი მადლობა მათ პედაგოგებს, რომელთა თანადგომის გარეშე ნამდვილად გაუჭირდებოდათ ამ წარმატებების მიღწევა. მადლობა ასევე მათი ოჯახის წევრებს ხელშეწყობისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც გავაგრძელებთ წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებას და მოტივაციის ამაღლებას. დაჯილდოვებულებს ვუსურვებ კიდევ ბევრს წარმატებას, ამჟამად საუნივერსიტეტო ცხოვრებაში”,- იუჯი სკოლის ადმინისტრაციის უფროსი, თინათინ თოფურია.

Aris.ge - განათლება განათლება