GE
20 ნოემბერი, 2019 17:30

UG სკოლის მე-8 კლასელები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ

იუჯი სკოლის მე-8 კლასელები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.

ღონისძიების ერთ-ერთი აქტივობა იყო საგანმანათლებლო პროგრამა „ტფილისური ფოტოსალონები“, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო და სახალისო ისტორიები თბილისური ფოტოსტუდიების შესახებ.

მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით კი, ნახეს და მოისმინეს:

  • პირველი ფოტოსა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორია;
  • ფოტოაპარატების განვითარების ეტაპები და სურათების გადაღების ტექნიკები;
  • ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები და მათ ღვაწლი ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში;

ფოტოგრაფია – ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სინათლით ხატვის ტექნიკას ნიშნავს. ფოტოგრაფია მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა საფრანგეთში, როდესაც ფრანგმა ფიზიკოსებმა გამოსახულების მიღებისა და შენახვის ხერხი აღმოაჩინეს.

Aris.ge - განათლება განათლება