15 დეკემბერი, 2020 12:04
UG სკოლის მოსწავლეების მორიგი წარმატება „კინგსის“ ოლიმპიადაზე
წლევანდელი კინგსის ოლიმპიადის (ინგლისურ ენაში) I ადგილისა და ოქროს მედლების მფლობელები UG სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეები ალექსანდრე წიკლაური, ანამარია სალაია და მარიამ მიგინეიშვილი გახდნენ.
ალექსანდრემ და ანამარიამ კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურშიც გვასახელეს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე, ეტაპობრივ ტურზე, თავისი მიღწევებით საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 3%-ში მოხვდა.
“ვულოცავთ მოსწაავლებსა და მათ პედაგოგებს – მარიეტა-მაკა მაკარიძეს და თიკო ფხალაძეს ამ დიდ წარმატებას. გვჯერა, რომ წინ კიდევ უამრავი წარმატება გელით!”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.