UG სკოლის მოსწავლეების წარმატება შტატებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე
2020 წლის 8-9 თებერვალს, ქალაქ ჰემპშირში (აშშ), ფილიპს ექსეტერის აკადემიაში (Phillips Exeter Academy) ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობა UG სკოლის მე-9-10 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს უნივერსიტეტისა და სკოლის სრული დაფინანსებით მიიღეს.
პირველ ეტაპზე, სკოლაში მაღალკლასელთათვის ჩატარდა შესარჩევი ტური, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში კემბრიჯის პროგრამის ფარგლებში ემზადებოდნენ ფიზიკის პედაგოგების – მიხეილ და გენადი კიანების ხელმძღვანელობით.
UG სკოლის მოსწავლეებმა პირველად მიიღეს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და 14 სკოლის წარმომადგენელთა შორის მე-5 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფიზიკის ტურნირის ჟიურის შემადგენლობაში მიწვეული იყო „იუჯი“ სკოლის ფიზიკის პედაგოგი, მიხეილ კიანი.
ტურნირის დასრულების შემდეგ, მოზარდები, შემეცნებითი ტურით ჰარვარდის გეოლოგიის ისტორიულ მუზეუმსა და MIT- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტს სტუმრობდნენ.