UG სკოლის მოსწავლის წარმატება ბრიტანულ ეროვნულ გამოცდებზე
უკვე 3 წელია UG სკოლა კემბრიჯის რეგისტრირებული სკოლაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლა უფლებამოსილია დანერგოს ბრიტანული სასწავლო პროგრამა სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ჩაატაროს ბრიტანული ეროვნული გამოცდები სკოლაშივე.
ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეათე კლასის დასრულებისთანავე აქ, სკოლაშივე დაწერონ ბრიტანული საატესტატო გამოცდა და მიიღონ ბრიტანული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2021 წლის მაისიდან UG სკოლაში პირველად ჩატარდა ბრიტანულ ეროვნულ გამოცდები ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის. მოგეხსენებათ ჩვენს ვიღებთ დალუქულ ტესტებს, და ვხსნით მათ მოსწავლეების თვალწინ, დასრულების შემდეგ კი მათსავე თვალწინ ვლუქავთ ამ ტესტებს და ვაგზავნით ბრიტანეთში, სადაც ხდება ნამუშევრების გასწორება და შედეგების გამოქვეყნება.
დღეს გვინდა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლე – დიმიტრი შარაპანოვი, რომელმაც კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე , სამივე საგანში უმაღლესი შეფასება A+ მიიღო.
მოგესალმები დიმიტრი. გმადლობ, რომ დათანხმდი ინტერვიუს. პირველ რიგში გილოცავთ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მიღწეულ წარმატებებს, ყველა საგანში შენ A+ მიიღე, ელოდი თუ არა მსგავს შედეგს?
– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. გამოცდების წინ, მე ნანახი მქონდა წარსულში ჩატარებული ტესტების ნიმუშები, ამიტომაც წარმოდგენა მქონდა იმაზე, თუ რა შემხვდებოდა ამ წელს და მოველოდი მინიმუმ B-ს. ტესტების დაწერის შემდეგ შეცდომების გააზრებამ კი უფრო დაბალი შედეგის მოლოდინი შემიქმნა.
პასუხების მიღების შემდეგ გადავხედე წინა წლების IGCSE გამოცდების შედეგების სტატისტიკას, რამაც დამანახა თუ რამდენად მოსალოდნელი იყო ჩემი შედეგები. ზოგიერთ მომენტში საკმაოდ მოსალოდნელია, ზოგში – არა.
ამ წლის ივნისის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.
როგორც ვიცი, გამოცდებისთვის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ მცირე დრო იყო? იყო თუ არა დროის ფაქტორი დიდი გამოწვევა? მოგვიყევი მოსამზადებელი პერიოდის შესახებ.
დიახ, იმასთან შედარებით რა დროც არის გამოყოფილი ამ გამოცდებისთვის მოსამზადებლად ინგლისში და სხვა ქვეყნებში, სადაც ეს პროგრამა პირველი კლასიდან იწყება, ჩვენთვის გამოყოფილი დრო საკმაოდ მცირე იყო. სკოლაში 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად გვიტარდებოდა მოსამზადებელი გაკვეთილები სხვადასხვა საგანში, (ფიზიკა,მათემატიკა, ინგლისური), გარდა ამისა მე კემბრიჯის პროგრამის დაწყებამდე სადღაც ნახევარი წლით ადრე ჩემითაც დავიწყე მზადება.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და მაქსიმალური ჩართულობა, ამ ყველაფერმა კი განაპირობა ჩვენი წარმატება. ასევე დიდი გამოცდილება მომცა წინა წლის თებერვალში შტატებში გამართულმა ფიზიკის ტურნირმა (United States Invitational Young Physicist’s Tournament), სადაც სკოლის დაფინანსებით გავემგზავრეთ. პირველი კლასიდან ვსწავლობდი ინგლისურს საქართველოსთვის გაძლიერებული სტანდარტით, ეს ცოდნა გამომადგა. კონკრეტულად ამ მასალისთვის მოსამზადებლად კი გამოცდებამდე რამოდენიმე დღით ადრე ძველი ტესტები გავარჩიე.
მთავარი სიძნელე კი პანდემია იყო.
იცი უკვე კოლეჯის დონეზე რომელ 3 საგანს ირჩევ? და რატომ ეს საგნები?
ყველა საგანი არ მაქვს არჩეული, თუმცა ვიცი ზოგიერთი.
მიზეზი თუ რატომ ვირჩევ ამ საგნებს კი ის არის, რომ ისინი არიან პირდაპირ ან ირიბ კავშირში ჩემს მთავარ ინტერესთან.
როგორი მოლოდინი გვქონდეს, A-level-ზეც ასევე გაგვახარებ A+-ებით?
რამოდენიმე A-level-ის გამოცდა ნანახი მაქვს და ვიცი რამდენად რთულია. ასევე სტატისტიკურადაც შესამჩნევია მათი სიძნელე. ამიტომ კარგი შედეგებისთვის დრო და მუშაობაა საჭირო.
როდესაც კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე დარეგისტრირდი, რატომ დაინტერესდი? შენი აზრით რა უპირატესოსბეი აქვს კემბრიჯის პროგრამას და მის სერთიფიკატს?
კემბრიჯის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გლობალური სტანდარტია და ბევრ უნივერსიტეტში მიღების და გრანტების მოპოვების ალბათობას ზრდის.