GE
3 მაისი, 2017 15:18

წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი მოსწავლეთა რეგისტრაციას აცხადებს

2017 წლის 1 მაისიდან წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა და პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველთა რეგისტრაციას და განცხადებების მიღებას:

  • VII, VIII, IX კლასების მოსწავლეთა მიღებას სკოლაში;
  • X, XI, XII კლასების მოსწავლეთა მიღებას როგორც სკოლაში, ასევე – პროფესიულ პროგრამებზე;
  • საბაზო და საშუალო განათლების მქონე პირთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • კბილის ტექნიკოსი – III საფეხური;
  • ოფისის მენეჯერი (მდივან–რეფერენტი) – III საფეხური;;
  • ბუღალტერი – III საფეხური;;
  • ინტერნეტ-ტექნოლოგი (ვებ-სპეციალისტი)- III საფეხური;
  • ფიტო-ფარმაცია – მცენარეების დამამზადებელი – III საფეხური

სკოლა–კოლეჯის კურსდამთავრებული სრული ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ მესამე საფეხურის პროფესიულ დიპლომს.

საბუთები მიიღება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ა.პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ.#10, II სართ.
ტელ.: 2 18-67-91 (სკოლა)
მობ.: 599 71 11 64; 599 43 38 36.

წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. სკოლა - კოლეჯი