10 მაისი, 2017 13:25
წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-კოლეჯში მოსწავლეთა და პროფესიულ სტუდენტთა მე-12 ღია კონფერენცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 9 მაისს წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯში ჩატარდა მოსწავლეთა და პროფესიულ სტუდენტთა მე-12 ღია თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია.
კონფერენციმ იმუშავა შემდეგ სექციებად:
– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია;
– საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია;
– სამართლისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია;
– უცხოურ ენათა სექცია;
– ტექნიკურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა სექცია.
კონფერენციაში გამარჯვებულებს გადაეცათ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები.
სკოლა ულოცავს მათ კონფერენციის წარმატებით დასრულებას.