GE
2 თებერვალი, 2017 17:44

წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-კოლეჯში პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს

შპს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიან სკოლა-კოლეჯს 6 წლის ვადით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი#23, გადაწყვეტილება #144-ის მიხედვით) მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

  • ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) – III საფეხური;
  • ინტერნეტ-ტექნოლოგი (ვებ-სპეციალისტი) – III საფეხური;
  • კბილის ტექნიკოსი – III საფეხური;
  • მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული) – III საფეხური;
  • ბუღალტერია – III საფეხური.
წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. სკოლა - კოლეჯი