GE
27 ნოემბერი, 2017 15:28

წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონში ინტელექტუალური კლუბი „რა, სად, როდის?“ განახლდა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონში, დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მუშაობა განაახლა მოსწავლეთა ინტელექტუალურმა კლუბმა „რა, სად, როდის“.

24 ნოემბერს, გაიმართა შემოდგომა-ზამთრის სეზონის პირველი თამაში, რომელშიც IXა და IXბ კლასების გუნდები „მეგატვინი“ და „ნიკე“ მონაწილეობდა (გუნდის კაპიტნები: დემეტრე ვარდუკაძე და ალექსანდრე მოსიაშვილი).

კლუბისა და გუნდების თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა, გუნდმა „მეგატვინმა“ მოიპოვა ხუთი ქულა, „ნიკემ“ ექვსი ქულა და გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე. თამაშს ესწრებოდნენ პედაგოგები და მოსწავლეები. მონაწილეებს წარმატებები უსურვა ზოგადი განათლების მენეჯერმა მაყვალა ანთაძემ. დღევანდელი თამაში კლუბის დავალებით მიყავდა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს მარიამ მაღრაძეს.

აღსანიაშნავია, რომ კლუბი დაარსდა რამდენიმე წლის წინ, მისი პირველი პრეზიდენტი გახლდათ თამარ სამხარაძე, ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. კლუბის კონსულტანტია კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.

მომდევნო თამაში გაიმართება უახლოეს მომავალშილ, სადაც კლუბი ითამაშებს მეათე კლასელთა წინააღმდეგ. გისურვებთ წარმატებებს.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი