GE
24 ივლისი, 2023 11:18

წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია ისტორიულ სამშობლოში ახლადდაბრუნებულთა შვილების მოლოდინშია

ისტორიულ სამშობლოში ახლადდაბრუნებულთა შვილებს ელოდება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის გიმნაზია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია 10 წელზე მეტია ახორციელებს პროექტს: – მე 17 საუკუნეში, ირანში ( ფერეიდანი, მაზანდარი) დეპორტირებული ქართველების, ისტორიულ სამშობლოში ახლად დაბრუნებულთა შვილებისათვის – ძირითად და დამატებით (გახანგრძლივებული სწავლება, ხალხური და ფოლკლორული წრეები) საგანმანათლებლო მომსახურეობის დაფინანსებაზე.

დღეისათვის გიმნაზიაში სწავლობს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მობილობით გადმოსული და ახლად პირველ კლასში შემოსული 25 მოსწავლე, რომელთა უმეტესობამ არ იცის ქართული წერა-კითხვა, ხოლო გარკვეული ნაწილი ვერ საუბრობს ქართულად.

გიმნაზია უზრუნველყოფს მათთვის მშობლიური ენის შესწავლას, საგანმანათლებლო მომსახურეობის მაღალ დონეს ყველა საგანში და ადაპტაციას მათ თანატოლებთან ახალ გარემოში.

მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან ხელოვნების (მუსიკა, მხატვრობა) განსაკუთრებული ნიჭით, სურვილის შემთხვევაში, დღის მეორე ნახევარში, შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ გიმნაზიის ეზოში მდებარე ხელოვნების სკოლა-პანსიონში, მათთვის სასურველ, სახელოვნებო სპეციალობაზე.

ხელოვნების სკოლა-პანსიონს, რაიონებიდან და უცხოეთიდან ჩამოსული ხელოვნების ნიჭის მქონე ბავშვებისათვის, აქვს საცხოვრებელი კამპუსი, ოთხჯერადი კვებითა და კვალიფიციური აღმზრდელ-პედაგოგებით.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში